3 + 4 = 34

3 + 4 = 34

პირველად იყო სიტყვა, მაგრამ დიდი აფეთქებით გამოწვეული ხმაურის გამო, მისი გაგება საკმაოდ ჭირდა. ამ მცირე გაუგებრობის მიუხედავად, ჩვენს კოპწია პლანეტაზე გზააბნეულმა ატომებმა ძალიან მალე შექმნეს ნოყიერი ნიადაგი ალაოსა და სვიის გასახარებლად.

არავინ იცის, რა ამოძრავებდა თვალუწვდენელი ოკეანის მოუსვენარ ბინადარს, რომელმაც სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ხმელეთზე ამოისეირნა. ალბათ ფეხები! ასე გადადგეს დედამიწელებმა პირველი ნაბიჯი ჭეშმარიტების ძიებისკენ და მისაყოლებლი მისაბაძ მაგალითად გადაიქცა.

ცივილიზაციის აკვანი ძირძველ ეგვიპტეში შემთხვევით არ დარწეულა - ლუდის განუზომელ ძალაუფლებას პირველად სწორედ აქ აუღეს ალღო. ამ იდუმალმა სასმელმა პირველად დააფიქრა კაცობრიობა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა “რისთვის ვარსებობთ?” და “დღეს სადილად რა გვაქვს?”

რომის ძლევამოსილი იმპერიის დაჩოქება მხოლოდ ლუდის სიყვარულმა მოახერხა. ამ ამოუცნობი იარაღით აღჭურვილმა ბარბაროსთა ტომებმა დაქსაქსული ევროპა ერთ მუშტად შეკრეს და მუცელღმერთობა რომ არა, უთუოდ, იოლად დაეპატრონებოდნენ ქვეყნიერების ოცდათოთხმეტივე კუთხეს.

შუა საუკუნეების მიწურულს, ვინც ლუდის შეზავების რეცეპტს ფლობდა, სამყაროს მართვის სადავეებიც მას ეპყრა ხელთ. ამგვარად დიდების სურვილით გულანთებული ქრისტეფორე კოლუმბი იძულებული გახდა ლუდის საიდუმლოს ამოსახსნელად ახალი კონტინენტი აღმოეჩინა.

ინდუსტრიული რევოლუცია ყველაფერს ცვლის - ლუდი ხდება ახალი იდეებისა და გამოგონებების საწვავი. ლუდი ათავისუფლებს კაცობრიობას მონობისა და უძლურების ბორკილებისგან და შთააგონებს დაიპყროს ახალი მწვერვალები, თუმცა სრულყოფილება ჯერ კიდევ შორსაა.

2015 წელი, ნატახტარი, საქართველო. ბრძენი ტექნოლოგი გიორგი ქოქიაშვილი მრავალწლიანი ძიების შემდეგ გონებაში გადახარშავს სამყაროს არსებობის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და დადის მარტივ ჭეშმარიტებამდე 3+4=34! 3 სახის ქერის ალაო და 4 სახის რჩეული სვია არის პასუხი ჩვენს ყველა კითხვაზე, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვის გვირგვინი და, უბრალოდ, ლუდი, რომელიც გულით უნდა დააფასო.

როგორ მზადდება 34

ფორმულა 34

როგორ მზადდება 34

ფორმულა 34

1. დაფქვა

უპირველეს ყოვლისა, ალაო, რომელიც ქერის ან ხორბლის გაღვივებულ მარცვლებს წარმოადგენს, სპეციალურ საფქვავ დანადგარში საჭირო კონდიციამდე უნდა დავფქვათ. 34ისთვის სამი სახის ქერის ალაოს შერევა გვჭირდება.

2. შელესვა

დაფქული ალაო სპეციალურ შემლეს ჭურჭელში გადაგვაქვს, სადაც ვუმატებთ საჭირო რაოდენობის წყალს. რამდენიმე საათის შემდეგ ალაო შაქრდება და ვიღებთ ტკბილ ნარევს.

3. გაფილტვრა

მესამე ეტაპზე, მყარი და თხევადი მასები რომ ერთმანეთისგან განცალკევდეს, ამისათვის მიღებულ ნარევს ვფილტრავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამასაც საკმაო დრო მიაქვს.

4. ხარშვა

სახარშავ ქვაბში გაფილტრულ მასას - ბადაგს ვუმატებთ 4 სხვადასხვა სვიას. 34-ის განსაკუთრებული არომატი და ყველასგან გამორჩეული ხასიათი მეტწილად სვიაზეა დამოკიდებული.

5. გაცივება

ადუღებული ბადაგი უნდა გავაცივოთ დაახლოებით ათ გრადუსამდე. ეჰ, დალევამდე ჯერ კიდევ ადრეა...

6. ფერმენტაცია

მიღებული სითხე კონუსური ფორმის დიდ ავზებში გადაგვაქვს სადაც ვამატებთ საფუარს. ამ დროს უჩნდება სასმელს ქაფი და ხდება ალკოჰოლური.

7. ფილტრაცია

ორი კვირის შემდეგ, როგორც კი ლუდი დაძველდება, დამწიფდება და საბოლოო გემოს მიიღებს, ვიწყებთ ბოლოს ეტაპს - ფილტრაციას. ესეც ასე! 34 მზადაა ულევი სიამოვნების მოსანიჭებლად.

დიდება 34-ს

დიდება 34-ს

ლუდი 34 - მხოლოდ მათთვის, ვინც ლუდს გულით აფასებს!

34 განსაკუთრებული ლუდია. სამი სახის ქერის ალაოსა და ოთხი რჩეული სვიის უნიკალური კომბინაცია სპეციალურად მხოლოდ ლუდის ნამდვილი გურმანებისთვისაა შექმნილი. საქმე ისაა, რომ გვინდოდა აღმოგვეჩინა ჩვენი "იდეალური" მომხმარებელი - ის, ვინც ახალი ლუდის გასასინჯად ყველაფერზეა წამსვლელი. ამიტომ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ფასით გამოვჩნდით - 1 ბოთლი ლუდი, 5 დღის განმავლობაში 34 ლარი ღირდა.

ამ უჩვეულო შემოთავაზებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა 223-მა გაბედულმა მომხმარებელმა ჩვენი ლუდი უყოყმანოდ შეიძინა. 5 დღის შემდეგ, სპეც. ლუდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, ყველას, ვინც 34-ის თითო ბოთლში 34 ლარი გადაიხადა, მხურვალე მადლობა გადავუხადეთ და ძალიან, ძალიან ბევრი 34 ვაჩუქეთ.მათგან პირველებს კი, მოულოდნელი სურპრიზი გავუკეთეთ და შუა ქალაქში პერსონალური ძეგლები დავუდგით.

ლუდის 34 წესი

ლუდის 34 წესი

1.
ლუდი სოციალური სასმელია, ამიტომ სასურველია მარტო არ დალიო და მეგობრების გარემოცვაში მიეძალო.
2.
ლუდი ლოკონკინებსაც ძალიან უყვართ. თუ ლოკოკინების მოზიდვა გადაწვიტე, ეზოში ლუდით სავსე ჯამი დადგი და დაელოდე, თუმცა ლოდინი დიდხანს მოგიწევს.
3.
როცა ლუდს მოსვამ, ულვაშებზე შერჩენილი ქაფი ენით მოიწმინდე და არა ხელსახოცით, არც პერანგის სახელოთი!
4.
ლუდის დასხმისას ჭიქა დახარე, თორემ შესაძლოა იატაკის მოსაწმენდად მოგიწიოს დახრა.
5.
ცივ კათხაში ჩამოსხმული ლუდი მაინც ყველაზე გემრიელია.
6.
ლუდის სმისას ისე ნუ დათვრები, რომ ამ ღვთაებრივი სითხის გემოს აღქმა დაკარგო.

7.
ეს ლუდის დალევის მე-7 წესია, რომლის მიხედვითაც ამ ამბავს წესები საერთოდ არ ჭირდება, მთავარია დავლიოთ.
8.
ლუდს უპატრონოდ ნუ დატოვებ, თორემ ძმაკაცები დაეპატრონებიან.
9.
როცა ლუდის დალევას დააპირებ, დიდი რაოდენობით მოიმარაგე - აჯობებს ზედმეტი დაგრჩეს, ვიდრე - დაგაკლდეს.
10.
ლუდს მოცდა არ უყვარს. დიდხანს ნუ უყურებ, ეგრევე დალიე!
11.
თუ მეუღლე უკმაყოფილოა იმით, რომ ბევრ ლუდს სვამ, მასთან ერთად დალიე და ყველაფერი კარგად იქნება.
12.
გრამატიკულად ლუდს სვამ და არა სვავ, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას როცა ლუდს ვსვამთ.

13.
ლუდის ჩამოსხმისას, თავდაპირველად კათხა ნახევრამდე აავსე, ქაფის დაწმენდას დაელოდე და შემდეგ შეავსე ბოლომდე.
14.
თუ გინდა რომ მოხუცობისას მეხსიერებამ არ გიმტყუნოს, ახალგაზრდობაში ლუდის მოყვარულ მეგობრებს ნუ უმტყუნებ.
15.
ლუდს უნიკალური მოპყრობა უყვარს. მოიფიქრე შენთვის უნიკალური რიტუალი, რომელსაც დალევამდე აღავლენ.
16.
ლუდის გასაციებლად არასდროს ცადო მასში ყინულების ჩაყრა.
17.
თუ არ იცი რა აკეთო, დალიე ლუდი. ეს თავისთავად მეგობრების მონახულებისკენ გიბიძგებს!
18.
ლუდის სმას კარგი მუსიკა უხდება, განსაკუთრებით ¾ რიტმში.

19.
თუ ვინმე ლუდის სმისთვის გაკრიტიკებს, შეახსენე რომ ლუდი სავსეა B ჯგუფის ვიტამინებით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B3, B6 და B9, რომლებიც უჯრედების აღდგენას უწყობენ ხელს.
20.
მსოფლიოში 400-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ლუდი არსებობს, მაგრამ 34 უნიკალური სპეც ლუდია. ლუდების უმრავლესობა თითო სახეობის ალაოსა და სვიის კომბინაციით მზადდება. 34 კი - სამი სახის სვიისა და ოთხი განსხვავებული ალაოს შეზავებითაა მიღებული.
21.
ჩვენი ტვინი ლუდის განსხვავებული არომატების აღქმაში გავარჯიშებული არ არის. ამიტომ, თითოეული ყლუპის დალევისას ყურადღების კონცენტრაცია მოახდინე და გემოვნური თვისებების შეგრძნებისკენ განეწყე.

22.
გავრცელებული ცრურწმენა, თითქოს ლუდი - ნაყინის კომბინაცია გასტროლოგიურ ქარტეხილებს იწვევს ჩვენს ორგანიზმში, არასწორია! მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში მრავლად გვხვდება ლუდითა და ნაყინით დამზადებული შეიკები.
23.
თუ ბოთლის გამოცლას შენი ძალებით ვერ ახერხებ, დასახმარებლად მეგობრებს მალევე უხმე, თორემ შესაძლოა გახსნილ ბოთლში ლუდმა გემოვნური თვისებები დაკარგოს.
24.
თუ გარეთ ცხელა და ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს აღწევს, ეს ნიშანია იმისა რომ 34-ის დალევის დრო დადგა.
25.
ლუდზე მისაყოლებლად თუ ხელთ ჩიფსის ნაჭერი მოგხვდა, მყისვე ქაფში ამოავლე, ბედნიერება იცის.

26.
ფიბონაჩის რიცხვებს შორის 34-ს მხოლოდ მეცხრე საპატიო ადგილი უჭირავს, მაგრამ ჩვენს გულებში იგი მუდამ ერთადერთია!
27.
სადღეგრძელოს წარმოთქმისას სიტყვას ძალიან ნუ გაწელავ, გახსოვდეს რომ გარშემომყოფებს ერთი სული აქვს როდის მოსვამენ ამ ცივ სასმელს.
28.
თუ ამერიკის პრეზიდენტობა გხიბლავს, ლუდის გურმანი უნდა იყო. თეთრ სახლშიც კი ლუდს საკუთარი რეცეპტით ხარშავენ.
29.
რასაცა დალევ შენია, რაც არა დაკარგულია!
30.
თუ უძილობა ხშირად გაწუხებს, ძილისწინა ლუდის რიტუალები ძილის მინისტრის დააჩქარებს, რომ შენამდე მოვიდეს.
31.
თუ მხოლოდ ერთი კათხის დალევას აპირებ, დიდი კათხა აარჩიე.

32.
ლუდი 34 უამრავ გემრიელ საკვებს უხდება თუმცა გემოვნება მაინც გვარზე ხტის. გირჩევთ, ახალი კომბინაციები მოსინჯო, რათა შენთვის იდეალურ მისაყოლებელს მიაგნო.
33.
ზოგჯერ ლუდით წუწაობაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ლუდი პროტეინს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს რომ იგი აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს თმას. თუმცა გულწრფელად გირჩევთ, ლუდი მხოლოდ სასმელად გამოიყენო.
34.
როცა ლუდის ბოთლის ჩაციება ძალიან გეჩქარება, ბოთლს ქაღალდის სველი ხელსახოცი შემოახვიე და საყინულეში 5 წუთით შედგი.

გაუმარჯოს!

გაუმარჯოს!

დაგვირეკე
+995 322 180 797
+995 322 180 797
მოგვწერე
[email protected]
[email protected]
გვესტუმრე
წერეთლის გამზ. #87ა
0119 თბილისი, საქართველო
წერეთლის გამზ. #87ა
0119 თბილისი, საქართველო

ჩვენ
ინტერნეტში

ამ საიტის სანახავად
უნდა
იყო მინიმუმ
34 წლის
-

34

+
Eng
error 34
აფსუს!
არადა პატიოსანი მოქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებ.
სრულწლოვანი მაინც არ ხარ?
კი
არა
error 34
ბოდიში, ახლა ვერაფრით დაგეხმარები!
ისევ შემოგვიარე, როცა 34-ს პირველად გაუგებ გემოს.
წადი